აქციაზე დაკავებულ გურამ ადამიას მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული გურამ ადამია სასამართლომ ერთ მუხლზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, მეორეზე კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
ადამია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 13 მაისს დააკავეს. მედიასაშუალებების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები მას მიზანმიმართულად ურტყამდნენ თავის არეში. მიყენებული დაზიანებების გამო გურამ ადამია წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. აქციის მონაწილეს დაზიანებები სწორედ სახისა და თავის არეში ჰქონდა.
როგორც სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მანიფესტაციის მონაწილის ადვოკატი
„საქმეში იდო მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება, რომელიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, ვინაიდან აცხადებდნენ რომ სამართალდარღვევა ჩაიდინა ჭიჭინაძის ქუჩაზე, იქ შეამჩნიეს და მისცეს მითითება მისი დაკავების თაობაზე. თუმცა, ბატონი გურამი ზუბალაშვილების ქუჩაზე იქნა დაკავებული და პარლამენტის ჭიშკართან საერთოდ არ ფიგურებს. სამწუხაროა რომ არ შეწყდა ორივე მუხლში მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება. გამოიყენა სიტყვიერი გაფრთხილება, მაგრამ ესეც ადმინისტრაციული სახდელის ფორმაა. შესაბამისად, როცა ჩავიბარებთ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ,“ — აცხადებს გურამ ადამიას ადვოკატი.
ადამიას პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ