ისრაელის ტანკები უფრო ღრმად შევიდნენ ქალაქ რაფაჰის დასავლეთის არეალში, ღამის განმავლობაში წარმოებული ინტენსიური საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო დაბომბვის პარალელურად – რამაც, თვითმხილველთა თქმით, ბევრი ოჯახი აიძულა თავიანთი სახლები და კარვები სიბნელეში დაეტოვებინათ.
თვითმხილველები იუწყებიან, რომ ისრაელის ძალები მიიწევენ რაფაჰის სანაპიროზე განთავსებული ალ-მავასის არეალისკენ – ეს ადგილი ჰუმანიტარულ სივრცედაა დასახელებული ყველა განცხადებასა და რუკაზე, რომლებიც ისრაელის არმიამ გამოაქვეყნა მას მერე, რაც მაისში რაფაჰზე დაიწყო შეტევა.
ისრაელის არმია უარყოფს ცნობებს, რომ მან ცეცხლი გახსნა ალ-მავასის ჰუმანიტარულ ზონაში.