მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა – რა იცვლება

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანას” – 74 მომხრე, 0 წინააღმდეგი. ინიციატორი “ქართული ოცნებაა”. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის გივი მიქანაძის თქმით, ცვლილებები ეხება მეცნიერებათა აკადემიაში შუალედური რგოლის, წევრ-კორესპონდენტების არჩევის წესს, რომელიც 2009 წლიდან გაუქმებულია. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2009 წლის 1 მაისიდან შეწყდა აკადემიის წევრკორესპონდენტთა არჩევა, რამაც “მათი მილევად რეჟიმში გადაყვანა გამოიწვია”.
“2009 წელს აკადემიის წევრთა საერთო (აკადემიკოსთა და წევრ-კორესპონდენტთა) რაოდენობა იყო 127, ხოლო დღესდღეობით მათი შემადგენლობა 78 წევრით განისაზღვრება. დღეს მოქმედი რედაქციით, წევრ-კორესპონდენტები აკადემიის წევრები არიან და მონაწილეობას იღებენ აკადემიის მართვის უმაღლეს ორგანოში, აკადემიის საერთო კრებაში, თუმცა მათი არჩევის საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
დოკუმენტის მიხედვით, მეცნიერებაში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების პირობებში ყალიბდება ახალი მიმართულებები, არსებული გამოწვევების საპასუხოდ აუცილებელია აკადემიამ შესაბამის დარგებში დროულად აირჩიოს ავტორიტეტული მეცნიერები.
“მსოფლიოში მეცნიერების სხვადასხვა დარგების სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია აკადემიის წევრთა რიცხოვნობის ზრდა, რის გამოც, მიზანშეწონილია “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელდეს ცვლილება, რომლის თანახმად, აკადემიას კვლავ მიეცემა წევრ-კორესპონდენტთა არჩევის უფლებამოსილება”, – წერია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის წევრ-კორესპონდენტთა და სტიპენდიატთა საერთო რაოდენობის ზრდა, რომელიც 40-ს შეადგენს, საიდანაც 30 წევრ-კორესპონდენტია, 10 კი სტიპენდიატი.
mtavariarkhi

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად