მაგდა ბოლოთაშვილი – სავაჭრო პალატა ხელს უწყობს მცირე ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე პარტნიორების მოძიებაში

საქართველოს სავაჭრო პალატა ხელს უწყობს მცირე ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე პარტნიორების მოძიებაში, – ამის შესახებ სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მაგდა ბოლოთაშვილმა მადრიდის პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სავაჭრო პალატის ინფორმაციით, მადრიდში, საქართველოს სავაჭრო პალატამ მცირე მეწარმეებთან და ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა პროექტის „EU4Business: Connecting Companies (EU4BCC)“ – ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღო.
მაგდა ბოლოთაშვილმა, მადრიდის სავაჭრო პალატაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებსა და შესაძლებლობებზე. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელება და გაგრძელება მნიშვნელოვანია, რათა მცირე საწარმოებს ჰქონდეთ მეტი საექსპორტო პოტენციალი ევროპის მიმართულებით.
„სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა მადრიდისა და ტოლედოს სავაჭრო პალატებთან. ასევე, ექსპორტის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან.
ქართული დელეგაციის წევრები საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ნატო ჩიქოვანს შეხვდნენ. ელჩმა გამოთქვა მზაობა ესპანეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის.
სავაჭრო პალატამ, ქართველმა მეწარმეებმა და ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღეს ღვინისა და ბიოპროდუქტების გამოფენა – ORGANIC FOOD IBERIA 2024-ში, სადაც ქართულ მხარეს ჰქონდათ შესაძლებლობა ადგილობრივ მეწარმეებთან და პოტენციურ პარტნიორებთან B2B შეხვედრები გაემართა.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად