სამიტის წინ, “დიდი შვიდეული” (G7) შეთანხმდა, უკრაინისთვის სესხი დაეყრდნოს რუსეთის გაყინულ ქონებას

13 ივნისს იწყება “დიდი შვიდეულის” (G7) სამიტი, რომლის გახსნამდეც ჯგუფის წევრები დათანხმდნენ -ის წინადადებას, უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი გირაოდ დაეყრდნოს ს გაყინულ ქონებას. ეს შეთანხმება წარმოადგენს სთვის გამოცხადებულ მძლავრ მხარდაჭერას, მაშინაც კი, თუკი ევროპის პოლიტიკური სივრცეში მემარჯვენე სპექტრის ძალები ძლიერდებიან.
ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა დიპლომატებმა დაადასტურეს მანამ, სანამ ლიდერები სამდღიანი სამიტისთვის იტალიაში ჩავიდოდნენ. “დიდი შვიდეულის” წევრები არიან კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ.
სამიტზე იქნება უკრაინის პრეზიდენტი ც, რომელიც, გავრცელებული მოლოდინით, პარალელურად აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გააფორმებს აშშ-უკრაინის ორმხრივ ხელშეკრულებას უსაფრთხოების საკითხებში.

ასევე დაგაინტერესებთ