„ნიუ ჰოსპიტალსი“ თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატურით აღიჭურვა

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ულტრაბ­გე­რი­თი დი­აგ­ნოს­ტი­კის ცენ­ტრი გა­ფარ­თოვ­და და და­მა­ტე­ბით პრე­მი­უმ კლა­სის აპა­რა­ტუ­რით აღი­ჭურ­ვა. ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კლი­ნი­კა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რად ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა გულ­სა და სის­ხლძარ­ღვებ­ზე, სახ­სრებ­ზე, ფა­რი­სებრ ჯირ­კვალ­ზე, სა­შარ­დე სის­ტე­მა­სა და მუც­ლის ღრუს სხვა ორ­გა­ნო­ებ­ზე.
ულტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტი Philips EPIQ CVx კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ინო­ვა­ცი­ურ, 2024 წლის ფლაგ­მან სის­ტე­მას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის დახ­მა­რე­ბით ახ­დენს გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა­ში მა­ნამ­დე უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვას. სის­ტე­მა აღ­ჭურ­ვი­ლია სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი (3D) ფო­ტო­რე­ა­ლის­ტუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბით, რო­მე­ლიც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია გუ­ლის დი­ნა­მი­უ­რი ანა­ტო­მი­ის შეს­წავ­ლი­სა და მისი სტრუქ­ტუ­რე­ბის სიღ­რმის აღ­ქმი­სათ­ვის. სხე­უ­ლის სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია GE LOGIQ Fortis უახ­ლე­სი თა­ო­ბის ულტრა­სო­ნოგ­რა­ფით, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა სიმ­ძლავ­რით და გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხა­რის­ხით. სის­ტე­მას გა­აჩ­ნია ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გია, რაც მა­ღა­ლი გარ­ჩე­ვა­დო­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას და სიღ­რმი­სე­უ­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.
კომ­პა­ნია ფი­ლიფ­სის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი EPIQ სე­რი­ის აპა­რა­ტე­ბი (Philips Epiq 7, Epiq 5, Epiq CVx) გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხოლო Canon Aplio i800, Aplio i500, Aplio A და GE LOGIQ Fortis, ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და სახ­სრე­ბის პა­თო­ლო­გი­ე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მძლავრ რე­სურსს წარ­მო­ად­გენს ულტრა­სო­ნოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად.
ულტრაბ­გე­რი­თი დი­აგ­ნოს­ტი­კა პა­თო­ლო­გი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სწრა­ფი და უსაფრ­თხო მე­თო­დია, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი სიხ­ში­რის ტალ­ღე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რულ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას იძ­ლე­ვა. „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ულტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრი აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი თა­ო­ბის აპა­რა­ტუ­რით, და პა­ცი­ენ­ტებს 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­სა­ხუ­რე­ბა. ცენ­ტრი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარტსა და სან­დო­ო­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

ასევე დაგაინტერესებთ