9 აპრილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ქუჩაზე, პავლე ინგოროყვას ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე 15 ივნისის 00:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
„ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალება პარკირება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე, ინგოროყვას ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება. ავტომობილები ჩიტაძის ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ