არანაირი ყურსასმენები, “ფლეისთეიშენი” და ხუმრობა ვარჯიშზე – სპალეტიმ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს აკრძალვები დაუწესა

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულ პირობებში ემზადება. “აძურის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გუნდს აკრძალვები დაუწესა.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს ყურსასმენების ტარება, “ფლეისთეიშენზე” თამაში და ვარჯიშზე ხუმრობაც კი ეკრძალებათ.
შეგახსენებთ, ბოლო ევროპის ჩემპიონატი სწორედ იტალიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, როდესაც “სკუადრა აძურამ” ტურნირის ფინალში ინგლისი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.
იტალიის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ალბანეთის, ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
როგორი ასე ვთქვათ მკაცრი მწვრთნელია და ერთმა ჩვენებურმა ლიბერასტმა ადრე ამაზე დაწერა რასისტიაო, იმიტომ რომ ნაპოლიში ოსიმენმა და ანგისამ ვარჯიშზე იჩხუბენ და ამან ანუ სპალეტიმ ანგისას მკაცრად მიმართა და დაატოვებინა ვარჯიში. აი ასეთი სასაცილო, მაგრამ მავნებელი სასაცილოები არიან ლიბერასტები