ბათუმში ასათიანის N20-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციაში 0.5 მლნ ლარამდე დაიხარჯება

სსიპ – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ქ. ბათუმში ლ. ასათიანის ქ. N20 მდებარე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღება 28 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 442 000 ლარია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის 1 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
განხორციელებულ სამუშაოებზე ვრცელდება საგარანტიო პერიოდი. კონსტრუქციულ სამუშაოებზე 10 წელი, ხოლო სხვა დანარჩენ სამუშაოებზე 3 წელი. საგარანტიო პერიოდის ათვლა იწყება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.
2021 წლის 1 იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 450 000 ლარის ჯამური ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების გამოცდილება.