G7-მა უკრაინისთვის $50 მლრდ-ის გადაცემასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია

G7-ის ქვეყნებმა უკრაინისთვის $50 მლრდ-ის გადაცემასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ფრანგული მედიის ცნობით, ამის შესახებ ელისეის სასახლეში განაცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება ოფიციალურად „დიდი შვიდეულის“ სამიტზე იქნება მიღებული, რის შემდეგაც ქვეყნებს მოუწევთ ტექნიკური მხარეების განსაზღვრა.
როგორც ცნობილია, სესხის სახით მიიღებს $50 მლრდ-ს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების ხარჯზე იქნება დაფარული. თანხას უკრაინა 2024 წლის ბოლომდე მიიღებს.