კიევის ოლქში საწარმოში იერიშის შედეგად გაჩენილ ხანძარს 24 საათია ვერ აქრობენ

კიევის ოლქში 12 ივნისის იერიშის შედეგად გაჩენილ ხანძარს 24 საათია, რაც ვერ აქრობენ.
უკრაინის გადაუდებელ ვითარებათა სამსახურში 13 ივნისის გამთენიისას დაწერეს, რომ ცეცხლის ჩაქრობას აგრძელებენ. ადგილზე მიშაობს 249 მაშველი და 100-მდე სახანძრო ტექნიკა.
უცნობია თუ ზუსტად რა ობიექტი იწვის. გასულ დღეს ს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ მათ იერიშები მიიტანეს საჰაერო ინფრასტრუქტურასა და თვითმფრინავების სადგომებზე, ასევე უპილოტო კატერების ქარხნებსა და უცხოელი მებრძოლების განთავსების ადგილებზე.
ხანძრის სიდიდან გამომდინარე, ობიექტის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით აალებადა ნივთიერებები მდებარეობდა.