მედია – ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების 10-წლიან შეთანხმებას გააფორმებენ

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები, და დღეს, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, უსაფრთხოების 10-წლიან შეთანხმებას გააფორმებენ, – ინფორმაციას CNN-ი საკითხზე ინფორმირებულ რამდენიმე პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეთანხმება, სავარაუდოდ, -ს ავალდებულებს 10 წლით გააგრძელოს უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნა, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოებაში მეტი თანამშრომლობა, სამხედრო დახმარების გაწევა და სადაზვერვო ინფორმაციის უფრო ფართოდ გაზიარება.
ამასთან, CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაპირება, სავარაუდოდ, “აღმასრულებელი შეთანხმება” იქნება, რაც მას ნაკლებად ფორმალურს გახდის, ვიდრე ხელშეკრულებაა და არცერთი მომავალი პრეზიდენტისთვის სავალდებულო არ იქნება.
ამასთან, ორმა წყარომ CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს კონკრეტულ ფულადი რესურსების დაპირებას უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად. მათივე განმარტებით, შეთანხმების დანართი ასახავს იმას, თუ როგორ აპირებს ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესთან მუშაობას უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულებაზე, კონკრეტულად გრძელვადიან დაფინანსებაზე, რომელიც საჭირო იქნება უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს