გიორგი ცუცქირიძე – ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო

ლარის კურსის რყევების მიზეზებზე, ასევე იმაზე, ევროკავშირთან და -სთან ურთიერთობების გართულება, სავარაუდოდ, როგორ აისახება ლარის კურსზე და ქართულ ეკონომიკაზე “ინტერპრესნიუსი“ პროფესორს, ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, ლარის კურსის გამო ეროვნულმა ბანკმა 168 მილიონი დახარჯა. ბოლო პერიოდში ეს მესამეჯერ მოხდა. რის გამო მოხდა ლარის კურსის ვარდნა და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება?
– დიახ, ეროვნულმა ბანკმა სამჯერ განახორციელა ინტერვენცია ლარის კურსის გასამყარებლად. მაისში განახორციელა ორი ინტერვენცია, ხოლო ივნისში კიდევ ერთი. როცა მაისში განხორციელდა 60 მილიონის ინტერვენცია, ამან მყისიერი რეაქცია მოახდინა. რამდენიმე ერთეულით გაუფასურებული ლარის კურსი გამყარდა.
თუმცა, შემდეგი 10 დღის განმავლობაში ლარის გაუფასურება კვლავ გაგრძელდა და მეორეჯერ მოხდა ინტერვენციის განხორციელება. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი სწორი იყო. თუმცა, მეორე ინტერვენციისას მხოლოდ ნაწილი აითვისა ბაზარმა. დაახლოებით 48 მილიონი დოლარი.
ეს იმის მაჩვენებელი იყო, რომ ლარის კურსის ვარდნა აჟიოტაჟს უკავშირდებოდა. ეს რომ აჟიოტაჟური არ ყოფილიყო, ვერც პირველი და ვერც მეორე ტრანში ლარის კურსზე ზეგავლენას ვერ მოახდენდა. იმის თქმა მინდა, რომ ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო.
– გასაგებია რასაც ბრძანებთ, მაგრამ, ფაქტია, რომ ლარის კურსის გასამყარებლად ეროვნულ ბანკს მესამეჯერ მოგვიწია რეზერვების გამოყენება?
რის გამო გახდა იძულებული ეროვნული ბანკი ლარის კურსის ვარდნა მესამეჯერ რეზერვების ინტერვენციით შეეჩერებინა?
– იმ ტიპის აჟიოტაჟურ სიტუაციებს, რაც იყო, ყოველთვის ახლავს ლარის კურსის რყევა. ერთ დღეში არ გადის წარმოდგენები და მოლოდინები. ეს წარმოდგენები განაპირობა პოლიტიკურმა პროცესმა და იმ რისკებმა, რომელიც ამ პროცესმა გააჩინა. მაგრამ, აჟიოტაჟი არ შეიძლება იყოს მუდმივი, მათი დაზღვევაც შეუძლებელია.
აჟიოტაჟმა გამოიწვია ლარის ნაშთების დოლარში გადაყვანა. ამან გამოიწვია დოლარზე მოთხოვნის ზრდა. ეს ხელოვნური იყო და იმოქმედა ლარის კურსზე.
აჟიოტაჟმა გამოიწვია ლარის ნაშთების დოლარში გადაყვანა. ამან გამოიწვია დოლარზე მოთხოვნის ზრდა. ეს ხელოვნური იყო და იმოქმედა ლარის კურსზე
ლარის კურსის ვარდნის მიზეზად ფუნდამენტური ფაქტორი რომ მივიჩნიოთ, ამისთვის უნდა გავარკვიოთ თუ როგორია საგადასახადო ბალანსი და როგორია ეკონომიკური ზრდა.
ამ თვალსაზრისით პირველი კვარტალი საკმაოდ კარგი იყო. აპრილში ჩვენ ვნახეთ ეკონომიკის ზრდა 11,8-ით. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზაფხულის პერიოდი მოდის და მომსახურების სექტორში ეკონომიკური ზრდა იქნება, ლარს საფრთხე არ ემუქრება.
აქვე ვიტყვი, ჩვენ პირველ კვარტალში გქონდა სარეკორდო მაჩვენებელი მომსახურების სექტორში 850 მილიონამდე. ტურისტული სეზონზე ეს მაჩვენებელი იზრდება და პოზიტიურ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. მეტი ლარი შემოდის და ნაკლები დოლარი გადის.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პერიოდში ბაზარზე დიდწილად ქართული პროდუქცია შემოდის და ენაცვლება იმპორტულ პროდუქციას.
– უდავოა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გართულება აისახება ქართულ ეკონომიკაზე.
როგორც აღმოჩნდა, ჩვენს მუნიციპალიტეტებში პროექტების 25%-ს ევროკავშირი აფინანსებდა. დასავლური ფონდები აფინანსებდნენ საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროებს, წყალგაყვანილობის პროექტებს, განათლებას, გზების მშენებლობას, ეროვნულ პარკების ევროპულად მოწესრიგებას და ასე შემდეგ.
ჯერ ეს პროექტები არ გაჩერებულა, მაგრამ თუ ეს პროექტები გაჩერდა, ეს რა გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე და ლარის კურსზე?
– შავის ზღვის კაბელის პროექტი არ შეჩერებულა, პირიქით, გამოყოფილია პირველი ტრანში. ასეთი გადაწყვეტილებები შემთხვევით არ მიიღება. ზოგადად, მე არ მგონია, რომ საქართველოს ურთიერთობებია ევროკავშირთან, ან აშშ-სთან მუქ ფერებში გადავა.
შავის ზღვის კაბელის პროექტი არ შეჩერებულა, პირიქით, გამოყოფილია პირველი ტრანში. ასეთი გადაწყვეტილებები შემთხვევით არ მიიღება. ზოგადად, მე არ მგონია, რომ საქართველოს ურთიერთობებია ევროკავშირთან, ან აშშ-სთან მუქ ფერებში გადავა
მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთიერთობები მოსაწესრიგებელია, იმედს ვიტოვებ, რომ ურთიერთობები დარეგულირდება. რატომ? იმიტომ რომ ეს არა მარტო საქართველოს ინტერესებშია, არამედ ევროკავშირისა და აშშ-ს ინტერესებშიცაა. ევროკავშირსაც და აშშ-საც უნდათ რომ ვითარება საქართველოში სტაბილური იყოს.
სამწუხაროდ, ამ ურთიერთობებში მოძრაობა ორმხრივი არ იყო. სამწუხაროდ, ეს ურთიერთობები კონფრონტაციულიც იყო არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების მიმართ. იმედი მაქვს, რომ ორივე ამ მიმართულების სიტუაცია წავა დარეგულირებისკენ, რადგან არავინ არაა დაინტერესებული, რომ საქართველოში სიტუაცია აირიოს.
ამის კარგი მაგალითია ხელისუფლების თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთან ევროპულ ბანკთან. უფრო მეტს გეტყვით, ჩვენ ვნახეთ ატლანტიკური საბჭოს დასკვნა საქართველოზე. ეს არის მაღალი დონის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ამერიკამ გაზარდოს ამერიკული გავლება გლობალურ ბაზარზე. ფაქტობრივად, ეს ორგანიზაცია ამერიკული ინვესტიციებს მხარდაჭერას ახორციელებს. ამ ორგანიზაციამ, საქართველო აღიარა რეგიონში ყველაზე წარმატებულ და რეფორმატორულ ქვეყნად.
ჩვენ ვნახეთ ატლანტიკური საბჭოს დასკვნა საქართველოზე. ეს არის მაღალი დონის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ამერიკამ გაზარდოს ამერიკული გავლება გლობალურ ბაზარზე. ფაქტობრივად, ეს ორგანიზაცია ამერიკული ინვესტიციებს მხარდაჭერას ახორციელებს. ამ ორგანიზაციამ, საქართველო აღიარა რეგიონში ყველაზე წარმატებულ და რეფორმატორულ ქვეყნად
საქართველო, არა თუ რეგიონში, ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. მათ შორის ისეთ საკითხებში, როგორიცაა სასამართლოს რეფორმა, მისი დამოუკიდებლობა, მთავრობის გადაწყვეტილებები, კორუფციასთან ბრძოლა, ბიზნესის ხელშეწყობა. ამ საკითხებში საქართველო საკმაოდ წარმატებული ქვეყანაა.
ამიტომ ვამბობ, საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან და აშშ-სთან მხოლოდ მუქ ფერებში არ უნდა დავინახოთ. ჩვენ ეს ურთიერთობები მრავალ პრიზმაში უნდა გავატაროთ. ამიტომ საქართველოს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთებთან დაკავშირებით მე არა ვარ პესიმისტურად განწყობილი.
დარწმუნებული ვარ ამ ევროკავშირთან და აშშ-სთან მოლაპარაკებები დაიწყება. ამის კარგი მაგალითია პრემიერი ირაკლი კობახიძის ვიზიტი გერმანიაში. ეს ვიზიტი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველო რჩება იმ კურსის ერთგული, რომელიც მას აქვს განსაზღვრული. მხედველობაში მაქვს მისი ევროატლანტიკური კურსი.
საუბრები იმაზე, რომ ხელისუფლებამ დასავლური კურსიდან გადაუხვია, არის მცდარი. ვხედავთ, რომ დაძაბულია ახლა ურთიერთობები, მაგრამ, იმედს ვიტოვებ, რომ ეს ურთიერთობები დალაგდება და მისი ზეგავლენა ეკონომიკაზე იქნება მინიმალური.
საუბრები იმაზე, რომ ხელისუფლებამ დასავლური კურსიდან გადაუხვია, არის მცდარი. ვხედავთ, რომ დაძაბულია ახლა ურთიერთობები, მაგრამ, იმედს ვიტოვებ, რომ ეს ურთიერთობები დალაგდება და მისი ზეგავლენა ეკონომიკაზე იქნება მინიმალური
საქართველოსა და ევროპას შორის და საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არ იქნება ისეთი, როგორც ზოგიერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს უნდა რომ იყოს.
– ლარის ვარდნის თემაზე შეგაწუხეთ. თქვენ ამბობთ, რომ ლარის კურსის ვარდნა არ უკავშირდება საქართველოს გართულებულ ურთიერთობებს დასავლეთთან და ამერიკასთან და მეტიც, მას არც მომავალში არ ექნება პრობლემები?
– მე ვამბობ, რომ ლარის კურსის ვარდნა აჟიოტაჟის შედეგი იყო. სწორედ აჟიოტაჟის გამო განახორციელა ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია. დოლარის ინტერვენცია ეს გახლავთ, მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტი.
როცა მოკლევადიანი რყევები ხდება, მოქმედი კანონმდებლობით ეროვნული ბანკი ვალდებულია ჩაერიოს ამ პროცესში, რადგან ფასების სტაბილურობასა და ინფლაციაზე პასუხისმგებელი სწორედ ეროვნული ბანკია.
ამიტომ ვთვლი, რომ ეროვნული ბანკის ჩარევა მიზანმიმართულად მოხდა. მოკლევადიანი რყევები რაც მალე აღმოიფხვრება, მით უკეთესია.
– მას შემდეგ, რაც აშშ-მ 30-მდე პოლიტიკოს აშშ-ში შესვლაზე შეზღუდვები დაუწესა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ-მ ასეთივე შეზღუდვები დაუწესოს საქართველოს ბიზნეს და ფინანსურ ელიტას?
– ეს კითხვა უკავშირდება იმას თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს პოლიტიკურმა პროცესმა ეკონომიკაზე. როცა პოლიტიკური პროცესი რადიკალიზაციისკენ მიდის, ბუნებრივია, რომ ეს სასურველი არ არის, რადგან მას ყოველთვის ახლავს ნეგატიური ეფექტი.
მე ხაზს უსვამ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებაა დაინტერესებული იმაში, რომ საქართველოსა და ევროკავშირსა და აშშ-სთან გაგრძელდეს, პირიქით, დაძაბულობის მოხსნისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები. რაც შეეხება სანქციებს, აშშ-ს მხრიდან სანქციების დაწესება ეკონომიკას არ ეხება. სანქციები შეეხო ცალკეულ პირების აშშ-ში შეშვების საკითხს.
არავინ არაა დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში ვითარება მეტად გართულდეს. ეს არც ევროკავშირის და არც ამერიკის ინტერესებში არაა
ჩემი აზრით, ეს პროცესი არ გაღრმავდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ იგი საქართველოს ბიზნეს ელიტას და ზოგადად ეკონომიკას არ შეეხება. ვიმეორებ, არავინ არაა დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში ვითარება მეტად გართულდეს. ეს არც ევროკავშირის და არც ამერიკის ინტერესებში არაა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ