კირილ ბუდანოვი – ფრონტზე რთული პერიოდია, თუმცა არმაგედონი არ იქნება

ახლა უკრაინის ფრონტზე რთული პერიოდია, თუმცა, გაზვიადება საჭირო არ არის, არმაგედონი არ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მიმაჩნია, რომ რთული პერიოდი ახლა მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არმაგედონი არ იქნება. არ ინერვიულოთ, გავუძლებთ და გავიმარჯვებთ“, – თქვა მან.
მისი თქმით, ს საოკუპაციო ძალების საზაფხულო შეტევა უკვე დაწყებულია.
„უკვე მიმდინარეობს. მაისის შუა რიცხვებში დაიწყო და გრძელდება. სიტუაცია საუკეთესო არ არის, მაგრამ არ არის საჭირო შედეგების გაზვიადება“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ