აშშ რუსეთში თავდაცვის სექტორსა და კომპანიებს ახალ სანქციებს უწესებს

ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, -მა ახალი სანქციები დაუწესა ს თავდაცვის სექტორს, რუსულ კომპანიებს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, რუსეთი სამხედრო ეკონომიკად გადაიქცა, სადაც კომპანიებს საკუთარი წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო წარმატებაში სთან მიმდინარე ომში.
ამერიკის ოფიციალური პირები შეშფოთებული არიან იმით, რომ რუსეთს კვლავ შეუძლია შეიძინოს მაღალტექნოლოგიური იარაღის დასამზადებლად საჭირო პროდუქტი, მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით სანქციები უკვე არსებობდა.
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს, სანქციები შეეხებათ როგორც რუსეთში, ისე სამხრეთ აფრიკაში, ბელორუსიაში, ბულგარეთში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ჩინეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში, სამხრეთ აფრიკაში, სერბეთში, თურქეთსა და ყაზახეთში.
სანქციების შესახებ განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ