გრიგოლ ლილუაშვილის მოხსენებიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, თანაბრად არის დაცული როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ისე ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დღეს საჯარო პარლამენტისა და ქართველი ხალხის წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა. მისი საინტერესო მოხსენებიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უწყება მისიას, რაც საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფას ითვალისწინებს სამსახური წარმატებით ართმევს თავს და თანაბრად არის დაცული როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ისე ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მეგრელიშვილის თქმით, ქვეყანაში არავის მიეცემა შესაძლებლობა სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური ხელწერა შეცვალოს და ომით ჩაანაცვლოს მშვიდობა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დღეს საჯარო პარლამენტისა და ქართველი ხალხის წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა. მისი საინტერესო მოხსენებიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უწყება მისიას, რაც საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფას ითვალისწინებს სამსახური წარმატებით ართმევს თავს და თანაბრად არის დაცული როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ისე ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ოკუპაცია, სამწუხაროდ, იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის ძირითად გამოწვევად.
სახელმწიფოს კარგად ესმის რას ნიშნავს იყო ომის ზღვარზე, რას ნიშნავს გამყოფი ხაზი და პირობითი საზღვარი, და რას ნიშნავს, როცა ასეთ საზღვართან რუსი ჯარისკაცები დგანან, სწორედ ამიტომ, მშვიდობიანი გზით და პრაგმატული პოლიტიკით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქვეყნისთვის ნომერ პირველი ამოცანაა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ის ადამიანები ვინც აღმოჩნდნენ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, ურთულეს პირობებში ცხოვრობენ, თითქმის ყოველდღიურად, შეიძლება ასეც ითქვას, კარგავენ საძოვრებს, კარგავენ სახნავ-სათეს მიწის ნაკვეთებს, ტყის მასივებს და ა.შ.
გარდა ამისა გატაცებების შემთხვევები, ისეთ ადგილებში, სადაც არის გამყოფი ღობეები და მავთულხლართები არ არის, იქ მცხოვრებ ადამიანებს ხშირად აკავებენ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. ეს არის ქართული სახელმწიფოს დიდი გამოწვევა და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მშვიდობიანი გზით ამ სირთულის პრობლემის დასაძლევად. ასევე გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნის შიგნით და მის გარეთ შეთანხმებულად, ერთი პოლიტიკური ხელწერით მოქმედი ძალების მცდელობა, მოახდინონ ქართული სახელმწიფოს უკრაინიზაცია და ამ პროცესებით სახელმწიფოს მაიდანიზაცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სათანადოდ რეაგირებს ამ გამოწვევებზეც და ყველა მცდელობა მოხდეს ქართული სახელმწიფოს ინსტიტუციების ნგრევა და რევოლუცია წარუმატებლობისთვის განწირული სვლაა. ქვეყანაში არავის მიეცემა შესაძლებლობა სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური ხელწერა შეცვალოს და ომით ჩაანაცვლოს მშვიდობა. მადლობა ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და მთელ გუნდს სახელმწიფოებრიობის კანონიერად და მის ფარგლებში დაცვისათვის და მშვიდობა ქართული დროშის ქვეშ პატარა, მაგრამ ღირსეულ სახელმწიფოს- საქართველოს!“-წერს თამთა მეგრელიშვილი.
Next: მართლა ძალიან მძიმე შემთხვევაა. საკუთარ მშობელზე უარის თქმა – ეს უკვე ძალიან მაღალი „ლეველია”