აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მა ს თავდაცვის სექტორისა და იმ კომპანიების წინააღმდეგ შემოიღო ახალი სანქციები, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ -ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ასკვნის, რომ “რუსეთი სამხედრო ეკონომიკად იქცა, რომელშიც რუსეთის მრეწველობის მთელი სპექტრიდან კომპანიებს საკუთარი წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო ძალისხმევებში.”
რუსეთის თავდაცვის სფეროდან სანქციები შეეხო კომპანიებს, რომლებიც სამხედრო ტექნიკას ამზადებენ – დრონებიდან გემებამდე – და მათ ნაწილებს, ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებს, საბრძოლო მასალას, ელექტრონიკას, ასევე სამხედრო ტექნიკის შემკეთებელ კომპანიებს.
სახაზინო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული კომპანიები “მუშაობენ ან მუშაობდნენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვით ან მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სექტორებში, მრეწველობაში, ტექნოლოგიებში, ტრანსპორტსა და ფინანსურ სერვისებში.”
ახალ სასანქციო სიაში ასევე ჩამოთვლილია 90-ზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი რუსეთიდან, ბელარუსიდან, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს.
სახაზინო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთი ეყრდნობა „მიწოდებების რთულ ტრანსნაციონალურ ჯაჭვებს”, რათა „კვებოს საკუთარი სამხედრო მანქანა და სამხედრო ძალისხმევების მხარდაჭერისთვის მატერიალური საშუალებები აწარმოოს.”
ipn.ge