უს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღებას ეხმაურებაბ და ამბობს:
დეკემბერში მივიღეთ სტატუსი. როგორ შეიძლება, 4 თვეში ერთმა 6-გვერდიანმა კანონმა საერთაშორისო პოლიტიკური კურსიდან გადაახვევინოს ქვეყანას. ეს ხომ წარმოუდგენელია. თქვენ შეგიძლიათ მითხრა, როდის გადაუხვია ქვეყანამ ევროატლანტიკურ და დასავლურ კურსს. დეკემბრამდე ჰქონდა გადახვეული თუ დეკემბრის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი. 6-გვერდიანმა კანონმა? როგორ შეიძლება შეცვალოს ქვეყნის საგარეო კურსი, ეს ხომ ნონსენსია?
როგორც ჩანს, სუსმა რუსული კანონის ეფექტის ანალიზისთვის, კანონის გვერდები დაითვალა და 6 გვერდი ეცოტავა. რამდენგვერდიანი კანონია სახიფათო ქვეყნისთვის, ამაზე სუსის უფროსს არ უსაუბრია, ისევე, როგორც, არ უთქვამს, ზღვარი სადამდეა, რამდენგვერდიანი კანონია უსაფრთხო, იმედია, სუსის უფროსი, კონსტიტუციის გვერდებს არ დაითვლის და არ ებევრება.