მამარდაშვილის შემცვლელი უკვე “ვალენსიაშია” – სად გადავა ქართველი?

“ვალენსიამ” ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების 30 წლის მეკარეს, სტოლე დიმიტრიევსკის (სიმაღლე 193 სმ) ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, – ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება.
დიმიტრიევსკი 6 წელი იცავდა “რაიო ვალეკანოს” ღირსებას და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. სტოლეს ლა ლიგაში 127 მატჩი აქვს ჩატარებული, თავისი ქვეყნის ნაკრებში კი 69-ჯერ ითამაშა.
მისი შეძენა ფაქტიურად გიორგი მამარდაშვილის გასხვისებას ნიშნავს, რაც უახლოეს მომავალში გაირკვევა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველის შეძენა “ნიუკასლს” სურდა, მაგრამ “ღამურების” მოთხოვნილი 41 მილიონი ევრო ეძვირათ და “ბარნლისგან” ჯეიმს ტრაფორდი 15 მილიონად იყიდეს.