„კერხერმა“ ჰორეკა და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის გამოფენა – „როდესაც ბიზნესში ჰიგიენა ყველაზე მნიშვნელოვანია“ წარმოადგინა

თბილისში, მიმდინარე წლის 22 და 23 მაისს „ექსპო ჯორჯიაში“ „კერხერმა“ ჰორეკა და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის გამოფენა – „როდესაც ბიზნესში ჰიგიენა ყველაზე მნიშვნელოვანია“ წარმოადგინა.
სტუმრებს „კერხერის“ წარმომადგენლებმა 50-მდე პროდუქცია გააცნეს, რომელიც აქტიურად გამოიყენება დასუფთავების დარგში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე პროფესიონალური დანიშნულებით.
ღონისძიების ფარგლებში, 200-მდე სტუმარს, 2 დღის განმავლობაში, საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე შიდა და გარე გამოყენების პროფესიონალური დასუფთავების ტექნოლოგიას, დეტალურად დაეთვალიერებინა ყველა სივრცე, მიეღო ინფორმაცია აპარატების დანიშნულებისა და ბენეფიტების შესახებ, საკუთარი ხელით გამოეცადა თითოეული მათგანი და შეეგრძნო გერმანული ხარისხი.
„კერხერის“ ორგანიზებით მსგავსი გამოფენები აქტიურად იმართება თბილისსა და ბათუმში. მიმდინარე წლის 29 და 30 მაისს „კერხერმა“ ბათუმში გამართა ღონისძიება, სადაც უკვე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან მოეწყო შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში 2016 წლიდან ფუნქციონირებს და სხვადასხვა ბიზნესს დასუფთავების მაღალი ხარისხის ტექნოლოგიით ამარაგებს.