ანა წითლიძე – კოალიციური მთავრობის პირობებში, სუს-ი ამ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს, უნდა დაინგრეს – სუს-ი მონაწილეა ყველა იმ ძალადობის, რომელიც პოლიტიკური ლიდერების და ახალგაზრდების წინააღმდეგ ხორციელდება

კოალიციური მთავრობის პირობებში, სუს-ი ამ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს, უნდა დაინგრეს – სუს-ი რეალურად, არ ასრულებს არც ერთ თავის ვალდებულებას და მონაწილეა ყველა იმ ძალადობის, რომელიც პოლიტიკური ლიდერების და ახალგაზრდების წინააღმდეგ ხორციელდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან გამაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიში გასული წლების ანგარიშისგან არაფრით განსხვავდება.
„სუს-ი არის მთავარი დამკვეთი და ორგანიზატორი მათ შორის, ახალგაზრდებზე თავდასხმაში, ყველა ძალადობაში, რომელსაც 12 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ქვეყანაში ვხედავთ.
რაც შეეხება ანგარიშს – ეს ანგარიში არაფრით განსხვავდება წინა ანგარიშებიდან, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქ წარმოუდგენია და არც ერთ კითხვაზე პასუხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არც მაშინ გაუცია. როდესაც ვსაუბრობთ, რომ სუს-ი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ფაქტობრივად, სუს-ი როცა გველაპარაკება ქვეყანაში მიმდინარე ჰიბრიდულ ომზე, ვინ შეიძლება იყვნენ ამ ჰიბრიდული ომის მონაწილეები ამ ქვეყანაში, არ ასაბუთებს და ს წარმოთქმაც კი არ შეუძლია. შესაბამისად, რუსული რეჟიმის წარმომადგენელთან, ბატონ ლილუაშვილთან, რომელიც იმ ერთადერთი მიზეზით არის ამ თანამდებობაზე, რომ ს ნდობით აღჭურვილი პირია, ჩვენ არ შეიძლება კითხვა გვქონდეს, მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც ამ ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში ხდება“, – განაცხადა წითლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან