ენტონი ბლინკენი – „ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაში ცვლილებების შეტანის შეთავაზება გააკეთა

„ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაში ცვლილებების შეტანის შეთავაზება გააკეთა. ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დოჰაში, კატარის პრემიერ-მინისტრთან, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„იმ წინადადებაში, რომელიც მაგიდაზე იყო, „ჰამასმა“ მრავალი ცვლილების შეტანის შეთავაზება გააკეთა. ზოგიერთ ცვლილებაზე მუშაობა შეიძლება, ზოგიერთზე კი არა“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან, კატართან და ეგვიპტესთან ერთად მუშაობას გააგრძელებს, რათა მომდევნო რამდენიმე დღეში ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა მოხდეს.
„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უფრო მეტი ადამიანი დაიტანჯება და დროა ვაჭრობა შეწყდეს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ