ბრიტანული ჯგუფი MASSIVE ATTACK-ი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, საქართველში 28 ივნისს დაგეგმილი კონცერტის გააუქმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ პროტესტი გამო, რომელიც თავს დაესხა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
“ახლა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე გამოსვლა შეიძლება ჩაითვალოს მათ მიერ მშვიდობიანი პროტესტისა და სამოქალაქო საზოგადოების სასტიკი ჩახშობის მხარდაჭერად”, -წერია ჯგუფის მიერ გავრცელებულ პოსტში რომლის მიხედვითაც:
“მშვიდობიანი დემონსტრანტების, აქტივისტების და ოპონენტების ცემა, დაპატიმრებები, მუქარა და ძალადობა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მადისკრედიტირებელი და ლგბტ უფლებების უარმყოფელი კანონები იმ ყველაფერს ეწინააღმდეგება, რასაც ჩვენ ვემხრობით, სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო ძალადობას და ვგრძნობთ, რომ მათი ხმა უნდა შეისმინონ და მათი ბრძოლა უნდა იყოს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში, ჩვენ დავბრუნდებით და თქვენთან ერთად ვიმღერებთ თავისუფლებაში”,- წერია ბრიტანული ჯგუფის პორტში.
12 ივნისს Black Sea Arena ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომლის თანახმადაც ჯგუფის MASSIVE ATTACK-ის 28 ივლისს დაგეგმილი კონცერტი გაუქმებულია. განცხადებაში კონცერტის გაუქმების მიზეზი ახსნილი არ ყოფილა.
Black Sea Arena გაყიდული ბილეთების თანხას უკან დააბრუნებს.