“ნარკოტიკი ჩაუდეს” – “უდანაშაულოა”; “დამნაშავეა” – ორი განაჩენი და აქცია უზენაეს სასამართლოსთან

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული გიორგი გოგოტიშვილის ოჯახის წევრებმა უზენაეს სასამართლოსთან აქცია გამართეს. გოგოტიშვილი პირველი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა და საპატიმროდან გამოუშვა, თუმცა სააპელაციომ ის გაამტყუნა და საპატიმრო სასჯელი შეუფარდა. ამ დროს გოგოტიშვილი უკვე ემიგრაციაში იმყოფებოდა, თუმცა სასამართლოს პოლიტიკური განაჩენის შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა.
ამჟამად პატიმრობაში მყოფი გოგოტიშვილი უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება. ოჯახის წევრები ბოლო ინსტანციისგან ითხოვენ, რომ პროცესი დროულად ჩაინიშნოს.
გოგოტიშვილის დაკავებას ოჯახი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს. მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცისგან ქართული ოცნების წევრებმა ხმების მოგროვება მოითხოვეს, უარის შემდეგ კი მის წინააღმდეგ რამდენიმე პროვოკაცია განხორციელდა სამართალდამცველების მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”