გლობალური ინფლაცია 2024 წელს 3.5%-ის დონეზე იქნება – მსოფლიო ბანკი

გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის თანახმად, გლობალური ინფლაცია 2024 წელს ზომიერი იქნება 3.5%-ის დონეზე, ხოლო 2025 წელს 2.9%-ს გაუტოლდება, მაგრამ კლების ტემპი შედარებით უფრო დაბალია ვიდრე ექვსი თვის წინ იყო ნავარაუდევი. ბევრი ცენტრალური ბანკი შედეგად სიფრთხილეს იჩენს პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით. გლობალური საპროცენტო განაკვეთები სავარაუდოდ მაღალ დონეზე შენარჩუნდება ბოლო ათწლეულების სტანდარტების მიხედვით, რაც 2025-26 წლებში საშუალოდ 4% იქნება ანუ დაახლოებით ორჯერ მეტი 2000-19 წლების საშუალო მაჩვენებელზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ფასები სურსათზე და ენერგორესურსებზე ზომიერ დონეს მიუახლოვდა, მსოფლიოს მასშტაბით საბაზო ინფლაცია შედარებით მაღალ დონეზეა და შეიძლება ასე დარჩეს. აღნიშნულმა შესაძლოა მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების ცენტრალური ბანკები აიძულოს, რომ გადაავადონ საპროცენტო განაკვეთების შემცირება. “ხანგრძლივად მაღალი” განაკვეთების გარემო მკაცრ ფინანსურ პირობებს და გაცილებით სუსტ ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს განვითარებად ქვეყნებში,” – განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის მოადგილემ და სამომავლო პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა აიჰან კოსემ.
დღეს გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ანგარიშის – „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები”, რომელსაც წელიწადში 2-ჯერ ქვეყნდება (იანვარში და ივნისში) და მასში წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონული, ისე ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირება და NGO-ების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა – მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება გამოაქვეყნა