2023 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 320 500 ადამიანი, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია

2023 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 320.5 ათასი ადამიანი, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი წერს.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა შესახებ მონაცემები ქვეყანაში სრულყოფილად არ აღირიცხება.
საქსტატის მონაცემები მიღებულია სამუშაო ძალის გამოკვლევის მიხედვით და წარმოადგენს მიახლოებით მონაცემებს.