უნგრეთის და ნატოს შეთანხმება უკრაინის სამხედრო დახმარებაზე – დეტალები

უნგრეთი დათანხმდა, რომ ალიანსის სამხედრო დახმარება ში არ დაბლოკოს – ამის შესახებ განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელი ამბობს, ოფიციალური ბუდაპეშტი ომში ჩართული ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში მონაწილეობას არ მიიღებს.
პრემიერმა ორბანმა ნათლად განაცხადა, რომ უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს ამ ძალისხმევაში და მე ვეთანხმები ამ პოზიციას. პრემიერმა დამარწმუნა, რომ უნგრეთი არ დაუპირისპირდება ამ ძალისხმევას, რაც სხვა მოკავშირეებს საშუალებას მისცემს წინ წავიდნენ, და მან დაადასტურა, რომ უნგრეთი გააგრძელებს ნატოს ვალდებულებების სრულად შესრულებას”, – თქვა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, სტოლტენბერგი ბუდაპეშტში ნატოს სამიტის წინ ჩავიდა, სადაც განიხილება ბლოკის გადაწყვეტილება, უფრო აქტიურად დაეხმაროს უკრაინას.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, შეთანხმდნენ მექანიზმზე, რომლის მიხედვითაც ნატო არ გამოიყენებს უნგრულ რესურსებს უკრაინას დახმარების გაწევისას. სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან გრძელვადიან ფინანსურ დახმარებაზე, რათა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უზრუნველყონ.

ასევე დაგაინტერესებთ