“ფეხბურთში დიდი დრო აღარ დამრჩა, თუმცა ტიტულების მოგებაზე ძველებურად ვოცნებობ” – კრიშტიანო რონალდო

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, პორტუგალიამ, ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე ირლანდია 3:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი ლეგენდარულმა კრიშტიანო რონალდომ შეასრულა.
პორტუგალიელმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ვიცი, რომ ფეხბურთში დიდი დრო აღარ დამრჩა, ამიტომ ყოველი თამაშით სიამოვნების მიღება მინდა. გოლების გატანა ჩემს დნმ-შია. იმ საქმეს რასაც აკეთებ, ყოველთვის დიდი დრო უნდა დაუთმო.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისადმი სიყვარული მარადიულია. ტიტულების მოგება? ამაზე კვლავ ვოცნებობ”, – განაცხადა რონალდომ Sport TV-სთან ინტერვიუში.
კრიშტიანოს ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 130 გოლია, რაც რეკორდია. მან ყველა ტურნირზე 1226-ე
შეხვედრა ჩაატარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
„ჯვაროსნები“ პორტუგალიას ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 26 ივნისს, გელზენკირხენში დაუპირისპირდება.