გეოპოლიტიკური გაურკვევლობიდან გამომდინარე არსებობს მნიშვნელოვანი რისკები – მსოფლიო ბანკის საქართველოზე

დღეს გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ანგარიშის – „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები”, რომელსაც წელიწადში 2-ჯერ ქვეყნდება (იანვარში და ივნისში) და მასში წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონული, ისე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2023 წელს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, რაც მხარდაჭერილი იყო ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლებით. ეკონომიკური აქტივობა 2024 წლის დასაწყისში სტაბილურობას ინარჩუნებს და 2024 წლის პირველ 4 თვეში 9%-ით გაიზარდა წლიურად.
2023 წელს ინფლაცია მკვეთრად შემცირდა, რაც განპირობებული იყო დაბალი სასაქონლო ფასებით, განსაკუთრებით სურსათსა და საწვავზე, და ქართული ლარის გამყარებით. წლიურმა ინფლაციამ 2024 წლის მაისში 2.0 პროცენტი (წლიური) შეადგინა, ხოლო საბაზო ინფლაცია 1.7% იყო (წლიური). მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2024 წლის ბოლოსთვის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს მიაღწევს.
პროგნოზების მიხედვით 2024 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.2%-მდე შემცირდება, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის, ფულადი გზავნილების შემოდინების შემცირებისა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ზრდის შენელების გამო.
სამომავლო პერსპექტივასთან დაკავშირებით არსებობს მნიშვნელოვანი რისკები, მათ შორის, გეოპოლიტიკური გაურკვევლობიდან გამომდინარე ფაქტორები, წერს მსოფლიო ბანკი