შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია ერთობა, რეგისტრაციას არ გადის და დამალობანას თამაშობს სხდომათა დარბაზში, აქ არიან და ვითომ არ არიან

ოპოზიცია ერთობა, რეგისტრაციას არ გადის და დამალობანას თამაშობს სხდომათა დარბაზში. აქ არიან და ვითომ არ არიან, – ამ სიტყვებით გახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში პლენარული სხდომა და დარბაზში მყოფ დეპუტატებს მიმართა.
პაპუაშვილმა დეპუტატებს კენჭისყრებისა და რეგისტრაციის დროს დარბაზში ყოფნისკენ მოუწოდა.
„კოლეგებო, განსაკუთრებით უმრავლესობის წევრებს მინდა მოგმართოთ, როგორც ხედავთ ოპოზიცია ერთობა, რეგისტრაციას არ გადის და დამალობანას თამაშობს სხდომათა დარბაზში. აქ არიან და ვითომ არ არიან. როგორც აქამდე, უმრავლესობის პასუხისმგებლობაა საერთოდ ამ ქვეყანაში ყველაფერი ასეთი უპასუხისმგებლო ოპოზიციის ფონზე. ამიტომ, გთხოვთ რახან ხედავთ, რომ ასეთი ობსტრუქციაა ამ საკითხზე ვიყოთ კონცენტრირებული. ერთი საათი მოუწიათ ლოდინი კოლეგებს იმიტომ, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრმა პარლამენტში მოსვლა დააგვიანა. ამიტომ გთხოვთ, კენჭისყრების დროს, რეგისტრაციის დროს ყველა იყოთ დარბაზში. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა ერთმანეთის და ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 12:00 საათისთვის დანიშნული პარლამენტის პლენარული სხდომა ერთი საათის დაგვიანებით – 13:07 საათზე გაიხსნა.
ამის მიზეზი იყო ის, რომ სესიის გახსნისთვის საჭირო რაოდენობის დეპუტატი – სულ მცირე პარლამენტის 76 წევრი პარლამენტში არ იმყოფებოდა.
სწორედ ამ მიზეზით პლენარული სხდომა გუშინ 15:00 საათზე დაიწყო, მანამდე კი ორი რეგისტრაცია ჩატარდა, რა დროსაც დაფიქსირდა, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზში 76 დეპუტატი არ იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!