კონტესა და “კვარას” შორის სატელეფონო საუბარი შედგა – ქართველს “ნაპოლიდან” წასვლა არ სურს

“ნაპოლისა” და საქართველოს ნაკრების გარემარბ სა და “პარტენოპეის” ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, საუბარმა პოზიტიურად ჩაიარა და კონტემ ქართველი დაარწმუნა, რომ მის გუნდში უდიდესი როლი ექნება.
“კონტემ კვარაცხელიას დაურეკა და იგივე გაუმეორა, რაც ჯოვანი მანას (“ნაპოლის” სპორტული დირექტორი) და აურელიო დე ლაურენტისს. ანტონიომ ქართველს უთხრა, რომ მისი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. “კვარა” კონტეს სიტყვებმა დაარწმუნა, რომ პსჟ-ის ვარიანტზე უარი საბოლოოდ
ეთქვა. ამჟამად ხვიჩა საკუთარ მომავალს მხოლოდ “ნაპოლის” უკავშირებს, მინიმუმ ერთი სეზონით მაინც. ახლა კი მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის დეტალების თაობაზე კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს შორის გაიმართება”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ქართველი ხელფასის სახით ყოველწლიურად 1.6 მილიონ დოლარს იღებს.