მოზიდული სადაზღვევო პრემიით „ჯიპიაი“ ლიდერობს 80 მლნ ლარით – TOP-10 სადაზღვევო კომპანია მოზიდული პრემიის მიხედვით

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სადაზღვევო სექტორის პირველი კვარტალის მაჩვენებლების მიხედვით, ამ პერიოდში მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით „ჯიპიაი” ლიდერობს, რომელსაც „ დაზღვევა” და „იმედი L” მოსდევენ.
2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
2024 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 398 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის
შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 69 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 25 მილიონი ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 494 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 397 მილიონ ლარს.
მოზიდული სადაზღვევო პრემიით „ჯიპიაი” ბაზრის ლიდერად რჩება. კომპანიას 80 მლნ ლარის პრემია აქვს მოზიდული, მეორე ადგილზეა „თიბისი დაზღვევა” 80 მლნ ლარით, მესამეზე – „იმედი L” – 53 მლნ ლარით.
ტოპ-10 კომპანია მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით ასე გამოიყურება:
ჯიპიაი ჰოლდინგი – 80 მლნ ლარი;
თიბისი დაზღვევა – 60 მლნ ლარი;
იმედი L – 53 მლნ ლარი;
ალდაგი – 41 მლნ ლარი;
არდი – 28 მლნ ლარი;
პსპ – 21 მლნ ლარი;
ბენეფიტი – 21 მლნ ლარი;
ირაო 19 მლნ ლარი;
უნისონი – 16 მლნ ლარი;
ნიუ ვიჟენი -12 მლნ ლარი.

ასევე დაგაინტერესებთ