სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის EU-ის მხარდაჭერილი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

World Vision საქართველო, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის SKYENet ფარგლებში, სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პროექტი, ბიზნესიდეების დაფინანსებასთან ერთად, საკუთარ თემში რეალური ცვლილებების განხორციელების მიზნით, ახალგაზრდების გაძლიერებას ისახავს მიზნად.