NBC: აშშ-ს რამდენიმე შტატში ISIS-თან შესაძლო კავშირში მყოფი ეჭვმიტანილები დააკავეს

NBC News-ის წყაროს ცნობით, 8-9 ივნისს, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ფილადელფიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან (ISIS) შესაძლო კავშირში მყოფი 8 ტაჯიკი ეჭვმიტანილი დააკავეს.
ტაჯიკეთიდან ჩამოსული დაკავებული მამაკაცები -ს ტერიტორიაზე სამხრეთის, მექსიკის საზღვრიდან შემოვიდნენ. საზღვრის კვეთის დროს მათი კრიმინალური წარსული არ დადასტურებულა.
NBC-ის წყაროების ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ანტიტერორისტული ჯგუფი ეჭვმიტანილებს თვალს წინასწარ ადევნებდა. ისინი აშშ-ს მიგრაციისა და საბაჟო სამსახურის (ICE) თანამშრომლებმა დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილებისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ, ICE-მ მამაკაცების ჯგუფი FBI-ს ბრძანებით, ISIS-თან პოტენციური კავშირების გამო დააკავა.წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილები საიმიგრაციო სასამართლოს წინაშე წარდგებიან, მოგვიანებით კი, შესაძლოა ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალი წარუდგინონ.
დაჯგუფებიდან მინიმუმ ორმა მამაკაცმა საზღვარი 2023 წლის გაზაფხულზე გადაკვეთა, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა CBP ONE აპლიკაცია გამოიყენა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მოთხოვნის პროცესის გასამარტივებლად შექმნა.
22 მარტის ღამეს ს დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე “კროკუს სითი ჰოლის” საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.
რუსეთის სპეცსამსახურებმა ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს ათზე მეტი პირი, ტაჯიკეთის მოქალაქეები.
რუსეთმა ტერაქტში ოფიციალურად დაადანაშაულა და მოითხოვა, რომ მათთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მეთაური, ვასილი მალიუკი გადაეცათ. მოსკოვს კვლავ არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ წარუდგენია. СБУ-ში მათ განცხადებას ცინიკური უწოდეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას “ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი” უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ