გიორგი პერტაია მსხვილ თურქულ ბიზნეს კომპანიებს შეხვდა

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს ქვეშ არსებულ მსოფლიოს თურქ ბიზნესმენთა საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

აღნიშნული საბჭო აერთიანებს წამყვან და მსხვილ თურქ ბიზნესმენთა ასოციაციებსა და ორგანიზაციებს, რომლის მთავარი მიზანია თურქი ბიზნეს წრეების კავშირების გაძლიერება.

მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ქვეყნებს შორის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პალატის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებთან, ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან ერთად, საქართველოსთვის პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორები განიხილა,მათ შორის სამშენებლო,ტექსტილის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ა.შ.

გიორგი პერტაიამ, ასევე ისაუბრა სავაჭრო პალატის როლსა და შესაძლებლობებზე.

თავის მხრივ, მსოფლიოს თურქ ბიზნესმენთა საბჭოს წარმომადგენლები
საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდნენ და თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.