რეგიონში დემოკრატიის ინდექსში საქართველო სომხეთს ჩამორჩება – Economist Intelligence

Economist Intelligence-ის დემოკრატიის ინდექსში, 2023 წელს საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც დემოკრატიას გარკვეული ხარვეზები აქვს და 167 ქვეყანას შორის 89-ე ადგილზეა 10-დან 5.2 ქულით. ამ შედეგით ქვეყანა ჩამორჩება სომხეთს, მაგრამ რეგიონში დანარჩენ ქვეყნებზე – აზერბაიჯანზე, თურქეთსა და რუსეთსა წინაა. , ჩინეთი და ირანი კი ბოლო 25-ეულში არიან.
კვლევაში ქვეყნების დემოკრატიის ინდექსი რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით ფასდება, ესენია: საარჩევნო პროცესები და პლურალიზმი; მთავრობის ფუნქციონირება; პოლიტიკაში ჩართულობა; პოლიტიკური კულტურა; სამოქალაქო უფლებები.
ამ ინდიკატორებიდან საქართველოს ყველაზე ცუდი შედეგები – მთავრობის ფუნქციონირებასა და პოლიტიკური კულტურაში აქვს.
2022 წელს საქართველოს ამ რეიტინგში 88-ე ადგილზე იყო, გასულ წელს 1 ადგილით დაწინაურდა. რაც შეეხება ჩამოთვლილ 5 კრიტერიუმს, საარჩევნო პროცესებსა და პლურალიზმში საქართველოს 7 ქულა აქვს, მთავრობის ფუნქციონირებაში – 3.57, პოლიტიკაში ჩართულობა – 6.11, პოლიტიკური კულტურა – 3.75, სამოქალაქო უფლებები – 5.59.
რეიტინგში საქართველოს უსწრებს სომხეთი, ის 84 ადგილზეა 5.42 ქულით; – 91-ზეა 5.06 ქულით; თურქეთი – 102-ზე 4.33 ქულით; აზერბაიჯანი – 130-ზე 2.80 ქულით; რუსეთი, ჩინეთი და ირანი ბოლო 25-ეულში არიან – 144-ე, 148-ე და 153-ე ადგილებზე.
რეიტინგის სათავეში სკანდინავიის და ევროპის ქვეყნები არიან. ყველაზე მაღალი დემოკრატიის ინდექსის მქონე ქვეყნების პირველ სამეულშია – ნორვეგია, ახალი ზელანდია და ისლანდია – 9.81, 9.61, 9.45 ქულით.