ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ანდეზიტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ანდეზიტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს სოფელ ანდეზიტში, შიდა ჩიხების მოასფალტებას. ჯამში, დასახლებაში გზის საფარის 1 700 მეტრიანი მონაკვეთი მოეწყობა.
„ანდეზიტში გზის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 148 417 ლარი გამოიყო, სამუშაოებს შპს ,,ბილტმორი” ასრულებს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მიმდინარე წელს, ჯამში 8 კილომეტრამდე გზა მოეწყობა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ