ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ – რონალდოს ბრწყინვალე ჟესტი [VIDEO]

გუშინ, 11 ივნისს, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, პორტუგალიამ, ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე ირლანდია 3:0 დაამარცხა.
მატჩის დაწყებამდე პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანო რონალდო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს მოედანზე გასვლაში დაეხმარა.
შეგახსენებთ, აღნიშნულ შეხვედრაში რონალდომ დუბლი შეასრულა.
39 წლის რონალდომ ნაკრებში ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა – დუბლი შეასრულა. კრიშტიანოს ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 130 გოლია, რაც რეკორდია. მან ყველა ტურნირზე 1226-ე შეხვედრა ჩაატარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
„ჯვაროსნები“ პორტუგალიას ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 26 ივნისს, გელზენკირხენში დაუპირისპირდება.
-15JUN/3-portugalia_a79ff.jpg” border=”0″ alt=”alt” title=”ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ – რონალდოს ბრწყინვალე ჟესტი [VIDEO]” style=”height: 50px; width: 50px;” />რონალდოს დუბლი და რეკორდი – პორტუგალიამ ირლანდია გაანადგურა [VIDEO]