VELI.store – პირველი ქართული კომპანია “Worldef Istambul 2024”-ზე

6-8 ივნისს სტამბოლში რეგიონში წამყვანი E-commerce ღონისძიება “Worldef Istambul 2024” გაიმართა, რომელიც გლობალურ მასშტაბში ამ მიმართულებით წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. ღონისძიება 20 000-მდე დამსწრეს, 200-ზე მეტ სპიკერსა და 40-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს.
სტამბოლში გამართულ ღონისძიებაზე Amazon-ის, Trendyol-ის, Alibaba Group-ისა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი იქომერს პლატფორმების წარმომადგენლებთან ერთად VELI.store-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – არჩილ ფირაშვილმაც ისაუბრა.