“თუ ვიქნები თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები” – სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ახალგაზრდებს

“მე მინ­და ვიყო ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­ი­ცავს შე­დეგს, მი­ი­ტანს ბრი­უ­სე­ლამ­დე და მი­ი­ღებს დას­ტურს, რომ ჩვენ გაგ­ვიხ­სნი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, ეს იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტის როლ­ში, თუ სხვა როლ­ში მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს, მე ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვარ და ვიქ­ნე­ბი”, – ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სალო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ახალ­გაზ­რდებ­თან შეხ­ვედ­რი­სას დას­მულ კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, რომ “მი­ი­ღებს თუ არა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მისი კან­დი­და­ტის ირ­გვლივ კონ­სენ­სუ­სი იქ­ნე­ბა“.
სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და ამა­ყი იქ­ნე­ბა, თუ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე მის კან­დი­და­ტუ­რას ახალ­გაზ­რდე­ბის მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბა.
“მე არა­ერ­თხელ ნათ­ქვა­მი მაქვს და კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ მე იქ ვიქ­ნე­ბი, სა­დაც სა­ჭი­რო ვიქ­ნე­ბი. სა­დაც სა­ჭი­რო ვიქ­ნე­ბი იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ მი­ვიყ­ვა­ნოთ ეს საქ­მე ბო­ლომ­დე. ჩემ­თვის საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა არის ერთი მხრივ, ჯერ გა­მარ­ჯვე­ბა [სა­პარ­ლა­მენ­ტო]არ­ჩევ­ნებ­ში და შემ­დეგ “ქარ­თუ­ლი ქარ­ტი­ის“ შეს­რუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ვი­ღაც შე­იძ­ლე­ბა ამ­ბობ­დეს – “ამას დიდი დრო უნდა“. გა­და­მოწ­მე­ბუ­ლია და არ უნდა დიდი დრო, ეს უნდა შევ­ძლოთ.
მე მინ­და ვიყო ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­ი­ცავს ამ შე­დეგს, მი­ი­ტანს ბრი­უ­სე­ლამ­დე და მი­ი­ღებს დას­ტურს, რომ ჩვენ გაგ­ვიხ­სნი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, ეს იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტის როლ­ში, თუ სხვა როლ­ში მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს, მე ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვარ და ვიქ­ნე­ბი. თუ ვიქ­ნე­ბი თქვე­ნი [საპ­რე­ზი­დენ­ტო] კან­დი­და­ტი, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და ამა­ყი ვიქ­ნე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ