ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის 240 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ს საჰაერო თავდაცვის ზომებისთვის 240 მილიონი ევროს გამოუყოფენ.
„ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის აქტივობებისთვის 240 მილიონ ევროს გამოყოფს. გერმანიამ დღეს დაადასტურა, რომ დააფინანსებს Patriot-ის სისტემის ხელახალ შესყიდვას ნორვეგიასთან, თან და ნიდერლანდებთან ერთად, რათა Patriot-ის 100 რაკეტა სწრაფად გაიგზავნოს უკრაინაში. ნორვეგია ამ თანამშრომლობისთვის 125 მილიონ ევროს გამოყოფს“, – აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგასენებთ, გუშინ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის პრეზიდენტ სთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია და მისი მოკავშირეები უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის კიდევ 68 რაკეტას გადასცემენ.

ასევე დაგაინტერესებთ