სადაც ვართ, იქ უნდა გავმაგრდეთ, არავინ არ დაგვიბლოკავს, თუ არა თვითონ ჩინეთს – თუ ჩამოირეცხა, რაც აგვიშენა… უნდა ვიცოდეთ, რომელ ერთობაში ვართ – პრეზიდენტი

სადაც ვართ, იქ უნდა გავმაგრდეთ, არავინ არ დაგვიბლოკავს, თუ არა თვითონ ჩინეთს – თუ ჩამოირეცხა, რაც აგვიშენა… უნდა ვიცოდეთ, რომელ ერთობაში ვართ – პრეზიდენტი
ჩვენ სადაც ვართ, იქ უნდა გავმაგრდეთ, არავინ დაგვიბლოკავს აქ ვინმეს, თუ არა თვითონ ჩინეთი – თუ ჩამოირეცხა ყველა ხიდი და გვირაბი, რაც აგიშენეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელმაც იცოდა ახლო, თუ შორეული პარტნიორების დაბალანსება.
“ჩინური გავლენები, ჩინელების დაბლოკვა, „მაინცდამაინც აქ და მხოლოდ აქ“, ანუ ეს კონსპირაციების რაღაცა მითები არსად არ წაგვიყვანს და აქედან ვერაფერს ვერ გამოვიტანთ, ჩვენ სადაც ვართ, იქ უნდა გავმაგრდეთ, არავინ არ დაგვიბლოკავს აქ ვინმეს, თუ არა თვითონ ჩინეთი – თუ ჩამოირეცხა ყველა ის ხიდი და გვირაბი, რაც აგვიშენა, მაგრამ თუ არა, ჩინეთიც შეიძლება აქ თავისი ეკონომიკური მიზნებით იყოს, ოღონდ დაბალანსებული ყველა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. საქართველო ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელმაც იცოდა სხვადასხვა მისი პარტნიორების, (ახლო, თუ შორეული პარტნიორების) დაბალანსება და ეს შეგვიძლია გავაგრძელოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვიცოდეთ, რომელ ერთობაში ვართ, ვისთან ვართ და რა არის ჩვენი სამყარო – ეს არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი სამყარო და არა სხვა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ipn.ge