“მნიშვნელოვანი ცვლილება “ნაციონალურ მოძრაობაში” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ნაც.მოძრაობაში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმიანება.
“მნიშვნელოვანი ცვლილება “ნაციონალურ მოძრაობაში” – პირველად პარტიას ჰყავს ქალი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.
თიკა პოლიტიკაში მოვიდა 2012 წელს არჩევნების შედეგად და უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილება შეიძინა ბოლო 12 წელიწადში.
თიკას ფანტასტიკური განათლება აქვს მიღებული. საშუალო სკოლა დაამთავრა ამერიკაში, შემდეგ დაასრულა ტაფტის უნივერსიტეტის სრული კურსი (ფლეტჩერის დიპლომატიური სკოლის, რომელშიც რამდენიმე წლის წინ მეც ვასწავლიდი), შემდეგ სწავლა გააგრძელა ევროპაში და დაამთავრა ჟენევის ძალიან პრესტიჟული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი. თიკა მშობლიური ენის დონეზე ფლობს რამდენიმე უცხო ენას და არის სამი შვილის დედა, ძალიან შეუპოვარი ადამიანია, რომელიც ზუსტად ერგება დღევანდელ ყოფნა-არყოფნის დონის გამოწვევებს.
ლევან ხაბეიშვილი მოიქცა ძალიან ღირსეულად, მიუხედავად ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობისა, პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ჩვენს მიზნად რჩება დიდი ერთობა. მთელი დარჩენილი დრო უნდა ვიმუშაოთ საზოგადოებასთან და პოლიტიკოსებთან ამ მიმართულებით. თუ ის არ გამოვა, მაშინ იმდენად ერთად გავერთიანდებით საერთო პლატფორმაზე, რამდენადაც შევძლებთ.
ყველა შემთხვევაში, ამ არჩევნებზე ჩვენ გვეყოლება მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე და მტერი – ეს არის ოლიგარქის ჯგუფი. ყველა დანარჩენი პარტია ჩვენთვის, ერთის მხრივ, საარჩევნო კონკურენტია და მეორეს მხრივ, მომავალი კოალიციური პარტნიორი, მაგრამ ვიმეორებ, ეს არაა საუკეთესო ვარიანტი.”- წერს მიხეილ სააკაშვილი, რომლის პოსტიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული