სომხეთს ევროკავშირიდან დელეგაცია ეწვევა

27-29 ნოემბერს სომხეთს ევროკავშირის ფაქტების დამდგენი მისია ეწვევა.
ვროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის დელეგაციის ვიზიტისას დაგეგმილია ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების სხვადასხვა განზომილების განხილვა.
შეხვედრებზე იმსჯელებენ, როგორ შეიძლება სომხეთ-ევროკავშირის კავშირები გაღრმავდეს და გაძლიერებეს და როგორ შეუძლია სომხეთს გამოიყენოს ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების სრული პოტენციალი.
დელეგაციასთან ერთად სომხეთს ეწვევიან ევროპული საინვესტიციო ბანკის (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და Frontex-ის წარმომადგენლები.
შეხვედრები დაგეგმილია სომხეთის მთავრობასთან, გაეროს წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.
ვიზიტისას მოხდება „ევროკავშირი-სომხეთის ინვესტიციების კოორდინაციის პლატფორმის“ პრეზენტაცია.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი