l’equipe: გადაწყდა – მიქაუტაძეს “მონაკო” შეიძენს

“ეკიპის” ცნობით, საქართველოს ნაკრების 23 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე “მეცს” დაემშვიდობა და კარიერას “მონაკოში” გააგრძელებს.
გამოცემა წერს, რომ მიქაუტაძემ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, მისი სამსახურით ბევრი კლუბი დაინტერესდა, განსაკუთრებით ფრანგულები აქტიურობდნენ და ფეხბურთელმა საბოლოოდ არჩევანი “მონაკოზე” გააკეთა.
“მონაკო” ქართველი შემტევის სანაცვლოდ 22 მილიონ ევროს გადაიხდის. “მონაკო” ლიგა 1-ში მეორე ადგილზე გავიდა, მხოლოდ პსჟ-ს ჩამორჩა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.