პრემიერი – გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ევროპარლამენტის არჩევნების საფუძველზე, ეს არის დემოკრატიული კრიზისი – დარწმუნებული ვარ, ევროპა ამ კრიზისს საშუალო ვადიან პერსპექტივაში გადალახავს

ერთი, რაც შეიძლება ითქვას, გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე, ეს არის დემოკრატიული კრიზისი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის არჩევნები შეაფასა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, ამიტომ მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება იმ პროცესებს, რომელიც ევროკავშირი წარიმართება.
„რეალურად გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა მოვლენების განვითარება გაგრძელდება ისე, როგორც აქანდე ვითარდებოდა. ერთი, რაც შეიძლება ითქვას, გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე, ეს არის დემოკრატიული კრიზისი. მე დარწმუნებული ვარ , რომ ევროპა ამ კრიზისს საშუალო ვადიან პერსპექტივაში გადალახავს. ეს არის ყველას ინტერესებში. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით, იმ პროცესებს, რომელიც ევროკავშირი წარიმართება, რა თქმა უნდა, ყველას ინტერესშია ევროკავშირში მაქსიმალურად გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესები“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”