ირაკლი კობახიძე – ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად და მკაფიოდ, თუმცა პროპაგანდა მიუღებელია

ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად და მკაფიოდ, თუმცა პროპაგანდა ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, მმართველი გუნდი არ ელოდა განსხვავებულ მიდგომას ოპოზიციისგან, რომელმაც განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვაში არ მიიღებს მონაწილეობას.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ვინც მხარს არ უჭერს კანონპროექტს პროპაგანდის წინააღმდეგ, ის ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას, რაც არასწორია.
„საზოგადოება ამას ხედავს და თავის დასკვნებს გამოიტანს, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებს ამ საკითხთან მიმართებით ოპოზიცია. ეს ყველაფერი გამოჩნდება, მათ შორის, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე