„ნათლად ჩანს – რა უნდა დასავლეთს“ – ფრიდონ ინჯია

„ნათლად ჩანს – რა უნდა დასავლეთს“ – ფრიდონ ინჯია
„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა:
„გგონიათ, რის დაფინანსებასაც აკეთებს დასავლეთი, მათთვის ეს გამჭვირვალე არ არის? აბსოლუტურად ყველაფერი იციან, ყველა ცენტი მათთვის დათვლილია და არც ისე შემთხვევით, ყველაფერი გეგმის ნაწილია, რომელსაც მიზანი აქვს დაიპყროს საქართველო და იყოს მართვადი კოლონია, როგორც მათ ეს წარმოუდგენიათ. გაანადგურეს ის სამეცნიერო პოტენციალი, რომლითაც ამაყობდა საქართველო. სანაცვლოდ ბიოლაბორატორია გვაჩუქა, რომელიც ეკუთვნის -ს ერთ-ერთ სამხედრო უწყებას. კითხვა ისმის – რატომ ბიოლაბორატორია და არა ფიზიკის ინსტიტუტი? რატომ დასჭირდა აქ ანდა ში ყოფილიყო ბიოლაბორატორია? და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის – აშშ-მა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანაში კონფლიქტის წაქეზების ან წინასწარი ღონისძიებებით, შეიძლება ხელი შეუწყო 2008 წლის ომს, როდესაც საქართველომ ტერიტორიები დაკარგა. რომ ავიღოთ კოჰაბიტაცია, შედეგია ის, რომ დამნაშავე პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს აკრძალული უნდა იყოს, პრეტენზია აქვს, დაუბრუნდეს ქვეყნის მმართველობას. იმ პერიოდში სანქციები რატომ არ დაუწესეს, როდესაც ქვეყნის ღალატის მუხლი ამოიღო სააკაშვილმა? ეს მუხლი ხომ იყო აშშ-ში? მაგრამ რა გასაკვირია, სანქციები აშშ-მა ჰააგის სასამართლოსაც დაუწესა, პროკურორებსაც და მოსამართლეებსაც. აქ ყველაფერი ნათელია. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ის პოლიტიკური ზეწოლა, რაც ნათლად ჩანს – რა უნდა დასავლეთს. ჩვენ უნდა გავუძლოთ“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე, გლეხებს, ფერმერებს უწევდათ ვენახების ჩანაცვლება სხვა კულტურებით, რადგან მევენახეობა არ იყო მომგებიანი, დღეს 70 %-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით