დავით ქართველიშვილი: დღეს თუ არ ვცდები “კონტრაცეფციის საერთაშორისო დღეა” – მაგრამ ამათ ეს “ზეიმი” ყოველდღიურად აქვთ

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „სქრინშოტს“ აქვეყნებს და წერს:
„ამათ მე მგონი ინტერნეტში შესვლა აქვთ აკრძალული და ტელევიზორის პულტებს უმალავენ. აპარატზე მიერთებულები პოლიტიკურ კომაში არიან, მაგრამ მაინც ახერხებენ ექიმებსა და ექთნებზე თავისი “დიაგნოზების” დასმას. დღეს თუ არ ვცდები “კონტრაცეფციის საერთაშორისო დღეა” – მაგრამ ამათ ეს “ზეიმი” ყოველდღიურად აქვთ. ისე აქვთ ჩამოცმული თავის ქალებზე კონტრაცეპტივები, რომ ქმედუნარიან საღ აზრს მათ ტვინებში შეღწევის არანაირი შანსი არა აქვს. მოკლედ, შოლცი და ფონ კრამონი ელოდებიან ბერლინში ირაკლი კობახიძეს საქართველოს “გაროზგვის” შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. ამ ქალბატონზე კი იქნებ “ემპათიამ” აიღოს შეფობა? წინა თავის პაციენტს აშკარად უმკურნალეს: ჯერ ბიოლოგიური სიკვდილის მდგომარეობიდან – კლინიკურში გადაიყვანეს, ეხლა კი არჩევნებისთვის ამზადებენ…“

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…