ოფიციალურად: კლოზემ გერმანული გუნდი ჩაიბარა

ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე მწვრთნელმა მიროსლავ კლოზე გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის ბინადარი “ნიურბერგი” ჩაიბარა, კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ეს სამენეჯერო ასპარეზზე მისი მესამე სამსახურია. წარსულში ის გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებსა ავსტრიულ “ალტახს” ავარჯიშებდა.
“ნიურბერგმა” გასულ სეზონში მე-2 ბუნდესლიგაში მე-12 ადგილი დაიკავა.